ცხელი ხაზი

1481

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

სახალხო დამცველის აპარატი გაწევრიანებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შემდეგ ორგანიზაციებში: 

1.
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) 

ganhri

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი, დაარსდა 1993 წელს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის გაძლიერებას მთელს მსოფლიოში, უზრუნველყოფს ფორუმს წევრების ურთიერთქმედებისათვის და ასევე ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს 4 რეგიონიდან: აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიასა და ევროპიდან. კომიტეტს თითოეული რეგიონიდან არჩეული „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტებისგან შემდგარი ბიურო მართავს. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად, 2016 წლის 22 მარტიდან, სამი წლის ვადით იქნა ევროპის რეგიონიდან ბიუროს წარმომადგენელად არჩეული.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი ხელს უწყობს და მხარს უჭერს ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და სახელშეკრულებო ორგანოებთან; ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას ყოველწლიური შეხვედრებისა და კონფერენციების მეშვეობით, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება; იღებს ვალდებულებას ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციაზე პარიზის პრინციპების შესაბამისად; ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCR) თანამშრომლობით; ეხმარება საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და მოთხოვნის შემთხვევაში ეხმარება მთავრობებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დაარსებაში.

2. ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტი (EOI)             

eoiევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტი არის ევროპის ომბუდსმენთა დამოუკიდებელი, არაკომერციული ასოციაცია, რომლის მიზანია ომბუდსმენის იდეის გავრცელება და ხელშეწყობა, რაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევებით ადამიანის უფლებების სფეროში.  ორგანიზაცია ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განვითარებაში აქტიური როლის შესრულებით, ასევე იმ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომელთაც მსგავსი ამოცანები გააჩნიათ. ევროპის ომბუდსმენის ინსტიტუტი თანამშრომლობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ევროპის ომბუდსმენთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვისათვის. 

3. ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI)
ennhri

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი არის საერთაშორისო არაკომერციული გაერთიანება ბელგიის კანონმდებლობის თანახმად. 2013 წელს შეიქმნა მისი მუდმივი სამდივნო ბრიუსელში, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს ევროპის მასშტაბით. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი 15 წელია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის ევროპაში. ორგანიზაცია არსებითად უწყობს ხელს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შექმნას და აკრედიტაციას, კოორდინაციას უწევს ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას მის წევრებს შორის, ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებაზე და ტრენინგებზე, ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებში და ასევე ევროპის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში.   

ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი (ECC) 

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველი ორგანო არის  ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი (ECC). იგი შედგება  ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჯგუფისგან, რომელიც არჩეულ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრი ინსტიტუტებისგან. ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მუდმივ სამდივნოსთან ერთად, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მართვასა და ადმინისტრირებაზე. 

ფინანსური კომიტეტი (FC)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ფინანსური კომიტეტი ზედამხედველობს ქსელის ბიუჯეტს, პასუხისმგებელია ფინანსების მოძიებაზე. ის ასევე  მიმართავს   ევროპის საკოორდინაციო კომიტეტსა და გენერალურ ასამბლეას ქსელის ფინანსური გაძლიერების შესახებ წინადადებებით. კომიტეტი ასევე წარუდგენს რეკომენდაციებს სამდივნოს, ფინანსების ადმინისტრირებასთან და საწევროს გადასახადისგან განთავისუფლების განაცხადებთან დაკავშირებით.

ფინანსური კომიტეტის (FC) წევრები:

2016-2019

  • ბელგიის რეგიონული ცენტრი თანაბარი შესაძლებლობებისთვის (UNIA);
  • დიდი ბრიტანეთი - ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომიტეტი;
  • საქართველო - სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატი. (მეორე ვადით); 

4. ბავშვთა მბუდსმენების ევროპული ქსელი (ENOC)

280ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი  არის ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი ორგანიზაციების არაკომერციული ასოციაცია. მისი მანდატია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, როგორც ეს ჩამოყალიბებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში. 

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის მიზანია  კავშირების დამყარება და ინფორმაციისა და სტრატეგიების გაზიარება ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან - ბავშვთა ომბუდსმენებთან, ბავშვთა კომისრებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და სახალხო დამცველის ოფისების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან.


5. ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI)

ioiომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი დაარსდა 1978 წელს, როგორც დამოუკიდებელი გლობალური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დაეხმაროს ომბუდსმენთა 150-ზე მეტ ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუტს თანამშრომლობაში. როგორც წესი, ეს ორგანიზაციები განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს მათი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციის შესახებ და იცავენ მოქალაქეებს უფლებების დარღვევებისგან. [1]

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტს აქვს რეგიონული წარმომადგენლობები აფრიკის, აზიის, ავსტრალია/ახალი ზელანდია/წყნარი ოკეანის, ევროპის, კარიბის ზღვის, ლათინური ამერიკის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ორგანიზაციას აქვს სამი სამუშაო ენა - ინგლისური, ფრანგული და ესპანური. გენერალური სამდივნო მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და მას მართავს ავსტრიის სახალხო დამცველის საბჭო. 

6. ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია  (AMO)

amo
ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია  შეიქმნა 2008 წლის 19 დეკემბერს მარსელში, ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ქსელის მე-2 შეხვედრაზე.  

ასოციაცია და მისი წევრები ხელს უწყობენ ხმელთაშუა ზღვის სივრცეში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური მშვიდობის დაცვას. გარდა ამისა, ასოციაციის მიზანია გააძლიეროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და რაბატის დეკლარაციის პატივისცემა.

ასოციაცია აერთიანებს ინსტიტუტებს, ომბუდსმენებს და მედიატორებს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის აუზის ადამიანის უფლებათა რამდენიმე ეროვნულ ინსტიტუტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ იგივე მისიებს, რაც გააჩნია ასოციაციას.

7. აზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA)

aoaაზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA) დაარსდა 1996 წლის 16 აპრილს, როგორც ომბუდსმენთა არასამთავრობო, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და პროფესიული ფორუმი აზიაში. ასოციაციის შექმნის იდეა წარმოიშვა 1995 წელს, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ აზიაში უნდა დააარსებულიყო რეგიონალური ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობდა ომბუდსმენის პრინციპებისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას. აზიის ომბუდსმენის ასოციაციის დასაარსებლად ინიციატივა აიღო პაკისტანმა, ჩინეთის მხარდაჭერით. ასოციაციის საბჭოს პირველ თავმჯდომარედ პაკისტანის იმდროინდელი ომბუდსმენი აბდულ შაკურულ შალამი აირჩიეს.

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია ამჟამად აერთიანებს 34 წევრს 17 ქვეყნიდან და მას მართავს ცხრა წევრისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო.

 

8. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია დამკვირვებლის სტატუსი თანასწორობის ორგანოების ევროპულ ქსელში (Equinet)

equinetთანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი აერთიანებს 45 ორგანიზაციას 33 ევროპული ქვეყნიდან, რომლებიც უფლებამოსილი არიან ებრძოლონ დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, შეზღუდული უნარის, სექსუალური ორიენტაციის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.

თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი ხელს უწყობს თანასწორობას ევროპაში, თანასწორობის ეროვნული ორგანოების საქმიანობის მხარდაჭერით. ქსელის მიზანია  უზრუნველყოს თანასწორობის ორგანოების, როგორც თანასწორი საზოგადოებების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კატალიზატორების, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.

9. შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენცია

ეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენცია 2009 წლიდან იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს შეიარაღებულ ძალებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ომბუდსმენთა ინსტიტუტების როლის ზრდას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მანდატის მქონე ორგანიზაციები.

საქართველოს სახალხო დამცველი არის კონფერენციის 52 მონაწილე ინსტიტუტს შორის და აღინიშნულ ღონისძიებაზე მისი წარომადგენელი ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორია შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ცენტრი (DCAF).

ომბუდსმენთა ინსტიტუტების გარდა, კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ევროკავშირის, ეუთოს, ნატოს, გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის (EUROMIL) წარმომადგენლები.

 



gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin