ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ფოტოკონკურსი თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“

ნოემბერი 10, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში (ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ombudsman.konkursi@gmail.com უნდა წარადგინონ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი, საკონკურსო ფოტო და მისი მოკლე აღწერილობა.

ფოტოების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ იდეებს:

  1. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა;
  2. საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები;
  3. საზოგადოებაში არსებული გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემა;
  4. ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  5. უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა; 
  6. ყველა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელთა თანასწორობის იდეა; 
  7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  8. ან სხვა.

ჟიურის მიერ შერჩეული 20 საუკეთესო ფოტო გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ღონისძიებაზე. საუკეთესო ნამუშევრებიდან ჟიურის მიერ შეირჩევა I, II და III ადგილის მფლობელი ნამუშევრები, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით:

I ადგილი - Asus ფირმის ლეპტოპი „VivoBook 15 X542UQ“

II ადგილი - iPad 9.7 inch 32GB WiFi Gray

III ადგილი - iPad 9.7 inch 32GB WiFi Gray

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით ორგანიზებული ფოტოკონკურსის „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“ მიზანია თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე დისკუსიის ინიცირება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin