ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

ივნისი 08, 2017

2017 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მდგომარეობის შესახებ“.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, განხორციელებულ ცვლილებებზე,  არსებულ პრობლემებზე და სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ანგარიშში მიმოხილულია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის  მიმართულებით; კერძოდ, აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 250-ზე მეტჯერ მოინახულეს დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები და 700-ზე მეტ დევნილის გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2016 წელს ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ განსახლების ობიექტებში მცხოვრები 179 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით; თუმცა, ავარიულ შენობებში ცხოვრების საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

 

8.06.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin