ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საჯარო დებატები: „2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და უსაფრთხოების გამოწვევები“

ივლისი 28, 2017

17 წლის 28 ივლისს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა ქალაქ გორში თემაზე „2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და უსაფრთხოების გამოწვევები“. შეხვედრის მიზანი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების შესახებ დამსწრე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო და სათემო აქტივისტებმა, გამყოფი ხაზის სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლსა და მის მიერ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების შესახებ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებას და განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება უსაფრთხოების პრობლემებს, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა, გამოძიების მიმართულებით  საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფორმატის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოძიება და მისი შედეგები არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, შესაბამისად მთელი საზოგადოების კონსოლიდირებას საჭიროებს გამოძიების დასახმარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თამარ ავალიანმა (ადამიანის უფლებათა ცენტრი) და ნიკა ჯეირანაშვილმა (ICC-ის პროგრამის მენეჯერი ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო), ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს სასამართლო გამოძიების პროცესში და ხაზი გაუსვეს დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების და უსაფრთხოების მნიშვნელობას ამ პროცესში.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II–ის“ ორგანიზებით იმართება და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

28.07.17

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin