ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ნატოსა და ევროპარლამენტში

ნოემბერი 30, 2017

2017 წლის 28-29 ნოემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნატოსა და ევროპარლამენტში. სახალხო დამცველმა შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და ე.წ. ციანიდის საქმეზე.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებსა და ღია დაპირისპირებაზე, რომელმაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ბოლო პერიოდში კამპანიური სახე მიიღო; განიხილა ახალი სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმები და ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობას. სახალხო დამცველმა ასევე შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო. მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ევროპარლამენტის ვიცე–პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევროკავშირ–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმთან, ასევე შეხვდა ევროპარლამენტარებს სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრს ჯორჯ პირინსკის და ანა გომეშს, ევრონესტის თავმჯდომარეს რებეკა ჰარმმს და  ტრაიან უნგურიანუს.

 

30.11.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin