ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრები ნიუ იორკში

ივნისი 17, 2017

სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნიუ იორკში გაეროს ადამიანის უფლებათა  უმაღლესი კომისრის ევროპის დეპარტამენტის უფროსთან, ასევე შეხვდა ორგანიზაცია Freedom Houses-ის უფროს მკვლევარს არჩი პუდინგტონს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელენ აღეკიანს და ნატე სჩენკანს. Human Rights Watch-ის ოფისში სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა ევროპისა და აზიის დირექტორის მოადგილესთან რეიჩელ დენბერთან. უჩა ნანუაშვილი ნიუ იორკში ვიზიტისას ასევე,  შეხვდა გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ დევიდ ტოლბერტს.

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო, ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების გაჭიანურებაზე; განიხილა დამოუკიდებელი  საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხები. 

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახალხო დამცველმა შრომის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა, ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობას  და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.


16.06.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin