ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ივნისი 15, 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ბიუროს წარმომადგენელთან ბრიჯიტ ბრიკთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების, შრომისა და დემოკრატიის ბიუროს უფროსთან მიშელ კოზაკთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის,  იუსტიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა კონგრესმენ დევიდ ფრაის,  აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენშტაბის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველს რიჩარდ ნორლანდს, მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს ჯონათან კატს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ცვლილებებსა და გამოწვევებზე. 

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების  გამოძიების გაჭიანურებაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, საკონსტიტუციო რეფორმისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი შეეხო გახმაურებულ საქმეებსაც, დეტალური კითხვები დაისვა ამერიკული მხარის მიერ მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით.

განიხილეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა, ქართული ენის სწავლების შეზღუდვის ტენდენცია და გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.

სახალხო დამცველმა ვაშინგტონის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ისაუბრა დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე, უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე.

 

15.06.17

 

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin