ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის ვიზიტი ზაგრებში

მაისი 16, 2017

11-12 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მთავარი სპეციალისტი ლარა ჯამარაული ხორვატიის ქალაქ ზაგრებში დაესწრნენ ხორვატიის ომბუდსმენის აქტის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ხორვატიის ომბუდსმენის ლორა ვიდოვიჩის ორგანიზებით.

კონფერენციას სახელწოდებით  "ადამიანის უფლებათა აღდგენა ევროპაში: როგორ გავაძლიეროთ დემოკრატიული სივრცე?“ ესწრებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების თითქმის 50 წარმომადგენელი და სხვა სტუმრები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ აქტუალურ საკითხებზე - ტერორიზმთან ბრძოლა, გამოხატვის თავისუფლება და თანაცხოვრება, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებისა და თანასწორობის ორგანოების როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებაში.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი, ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს დირექტორი მიხაელ ო'ფლაჰერტი, ეუთოს ყოფილი წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის თავმჯდომარე და  გერმანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორი ბიტ რუდოლფი, ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი და ირლანდიის ომბუდსმენი პეტრე ტინდალი, ევროპის თანასწორობის ორგანოთა ქსელის თავმჯდომარე და ჩრდილოეთ ირლანდიის კომისიის თანათავმჯდომარე ეველინ კოლინზი, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები და სხვები.

გარდა ამისა, 11 მაისს სახალხო დამცველი დაესწრო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის სხდომას. კომიტეტის წევრებმა განიხილეს ქსელის ადმინისტრაციული, მართვისა და ფინანსური საკითხები.

საქართველოს სახალხო დამცველი არის ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის მმართველი ორგანოს წევრი ზედიზედ მეორე წელია. ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი მოიცავს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრი ქვეყნების ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს. ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მუდმივმოქმედ სამდივნოსთან ერთად, პასუხისმგებელია ქსელის მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე.

 

 

 

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin