ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის აპარატთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მაისი 03, 2018

2018 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი გულისხმობს პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე; ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაზიარებას და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი და საქართველოს პარლამენტის აპარატი გამართავენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს და კონფერენციებს; ასევე განახორციელებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს.

3.05.18

 


 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin