ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

შეხვედრა სამეგრელოს-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონის უბნის ინსპექტორებთან

ნოემბერი 14, 2017

2017 წლის 8–9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიის რეგიონების პოლიციის თანამშრომლებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველის გამოცდილებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე. განიხილეს სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ.

ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების საკითხებზე საუბრისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ხაზი გაუსვეს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საკანონმდებლო ნორმების დახვეწის აუცილებლობას, რაც გააადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის პოლიციის მუშაობას. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა დაბალი მიმართვიანობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლების  მიმართ დამცავი მექანიზმების გამოცემისას დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა; მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა და ა.შ.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარატამენტის გენდერის სამოქმედო გეგმის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს რეგიონში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin