ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

უწყებათა ანგარიშები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ

თებერვალი 27, 2018

2018 წლის 27 და 28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს  პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას განიხილავენ.

დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 14 ივლისს მიიღო და მასში სახალხო დამცველის 240–მდე რეკომენდაციაა შესული, რომელთა შესასრულებაც საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა.

27 თებერვალს რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინეს საერთო სასამართლოებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.

ანგარიშების შემდგომ სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივად შეჯერდებიან პარლამენტის დადგენილებაში შესატან რეკომენდაციებზე და დადგენილებაში სახალხო დამცველის წლიური ანგარიშიდან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი რეკომენდაცია აისახება. ნინო ლომჯარია ასევე აპირებს შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც აპარატს რეკომენდაციათა შესრულების ხარისხის დადგენის საშუალებას მისცემს.

უწყებათა მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშებს სახალხო დამცველი მოსმენების დასრულების შემდეგ შეაფასებს.

27.02.18

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin