ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

სიახლეები

სიახლეები

სპეციალური ანგარიში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“

ივნისი 28, 2018

2018 წლის 28 ივნისს, “ადამიანის უფლებათა სახლში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მომზადდა ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში.

2018 წლის მარტსა და აპრილში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის აპარატის  თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფმა ვიზიტები განხორციელა ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებასა და N8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები პატიმრებს სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით გაესაუბრნენ. გამოიკითხა სულ 119 პატიმარი. გასაუბრების მიზანი იყო დაწესებულებებში არსებული პირობების, პატიმართა მოპყრობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა. ესაუბრნენ ასევე დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, შეამოწმეს დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაცია, დაათვალიერეს დაწესებულებების მატერიალური პირობები.

ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ მოკლედ მიმოიხილა პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა და არასრულწლოვანთა მდგომარეობა და ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია


სპეციალური ანგარიში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin