ცხელი ხაზი

1481

სიახლეები

სიახლეები

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

ივლისი 17, 2017

2017 წლის 14 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და რეგიონული დეპარტამენტის ქვემო ქართლის ოფისის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა–ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციასა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე, ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნისა და ამოქმედების აუცილებლობაზე, მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ბიუჯეტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის საჭიროებაზე. ყურადღება გაამახვილეს ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური აღზრდისა და განათლების სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე. განხილულ თემებზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე და არსებულ გამოწვევებზე.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მსგავსი ხასიათის შეხვედრებს რეგიონებში.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin