სიახლეები

შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან

2019 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელსსესილია ხიმენესს შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა გააცნო.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე, ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტების მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობასა და დევნილთა ინტეგრაციაზე. ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იოკო აკასაკა, მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სალომე ქუსიკაშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მერი კოჭლამაზაშვილი და ნინო სულამანიძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება