სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი განაგრძობს რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებისა და კონტროლის სისტემის დახვეწაზე მუშაობას

2017 წლის 10-11 აგვისტოს, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“ ფარგლებში, ჩატარდა მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელი (მრჩეველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სფეროში) ბენ ბაკლენდი.

შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირების და კონტროლის კუთხით ერთიანი სტრატეგიის არსებობის აუცილებლობა, სახელისუფლებო ორგანოებთან დიალოგის შესაძლო ფორმატი, ასევე რეკომენდაციებისა და ზოგადად ანგარიშების წერის დახვეწის გზები.

მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში და განესაზღვრათ კონკრეტული ამოცანები. სამუშაო შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნული ჯგუფები მოამზადებენ რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი კონტროლის (Follow-up) ინსტრუმენტებს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის დეკემბერში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)