სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2016 წლის 7-8 მაისს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტების, ასევე რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“ ფარგლებში, სხეულის დაზიანების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთათვის სხეულის დაზიანების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობა.

ტრენინგს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წევრი, ექსპერტი ჯორჯე ალემპიევიჩი უძღვებოდა. ტრენინგზე განიხილეს წამების მეთოდები, დაზიანებების დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, სამედიცინო მტკიცებულებების დოკუმენტირებისა და შეტყობინების კუთხით არსებული ევროპული სტანდარტები. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს.

დისკუსიაზე სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგისას დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენისა და ანგარიშგების საკითხები განიხილეს.

07.06.16 - 08.06.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება