სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი გეგუთის #14 დაწესებულებაში მსჯავდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს. ასევე, ომბუდსმენი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმართა პირადი უსაფრთხოების დასაცავად და ამგვარი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგუთის #14 დაწესებულებაში უკვე მეორედ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის გამო მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი, რაც ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე სწავლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება