სიახლეები

სემინარი პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყვლადი ჯგუფების უფლებების მონიტორინგის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესახებ

2017 წლის 20 თებერვალს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული პრევენციის მექანიზმებისთვის გაიმართა სემინარი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პატიმართა მონიტორინგის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის, თანასწორობისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიებაზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყვლადი ჯგუფების (ლგბტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა) უფლებების მონიტორინგის პრაქტიკული სახელმძღვანელო განიხილეს.

სემინარს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ცირა ჭარტურია და ბრისტოლის უნივერსიტეტის „ადამიანის უფლებათა განხორციელების ცენტრის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი ელინა შტაინერტე უძღვებოდნენ.

ღონისძიება „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროექტის „წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემცირება პრევენციული მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების საშუალებით საქართველოსა და სომხეთში“ და „ადამიანის უფლებათა განხორციელების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება