სიახლეები

ტრენინგი მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების შესახებ

2016 წლის 16-20 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, პოლიციის აკადემიაში მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების შესახებ ტრენინგის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატი და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საერთაშორისო სტანდარტები გააცნო.

მიგრანტთა კოლექტიური დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების მონიტორინგის შესახებ ტრენინგი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსის“ (FRONTEX) ორგანიზებით ჩატარდა.

ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ აგრეთვე პრაქტიკულ სიმულაციურ სავარჯიშოებს; განიხილეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და იძულების ღონისძიებების გამოყენების საკითხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება