სიახლეები

ტრენინგი საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის

2017 წლის 1–3 მაისს ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა II“ ფარგლებში, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდოლოგია და საერთაშორისო სტანდარტები.“

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ წამების პრევენციის კონცეფციას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, სამუშაო ინსტრუმენტებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული, პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ასევე სოციალური მზრუნველობის სახლებში მყოფი პირების არასათანადო მოპყრობისაგან დაცვას. ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც.

ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტი მიკოლა გნატოვსკი (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი) და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა კვარაცხელია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება