სიახლეები

უკრაინის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი

2019 წლის 11-12 დეკემბერს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა უკრაინელ კოლეგებს მონიტორინგის განხორციელების, ანგარიშების შემუშავებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგია გააცნეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები და დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს და მონიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეაფასეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში წამების პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობა.

სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება