სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საიას სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანებაარასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „მაესტრომ“ უარი განაცხადა,ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა. ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საიასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სოციალური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის საფუძველს „მაესტროსა“ და საიას შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები წარმოადგენს. განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის უარს საფუძვლად დაედო რამდენიმე დღის წინ „მაესტროს“ მისამართით გამოთქმული კრიტიკა, როდესაც ტელეკომპანიის მიერ 32 თანამშრომლისთვის შრომითი ურთიერთობის შეჩერება საიამ შეაფასა როგორც უკანონო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საია-სთვის უარისთქმა კანონითგარანტირებული უფლებითსარგებლობაზე განპირობებულია საია-სმიერ გამოთქმული მოსაზრების გამო,რაც წარმოადგენს განსხვავებულ მოპყრობას განსხვავებული აზრის ნიშნით.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული საზოგადოების და, მათშორის, არასამთავრობო სექტორის ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირეულ პრინციპსა და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სწორედ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესახებ აზრის გამოხატვა და კრიტიკა წარმოადგენს, მათ შორის ისეთის, რომელიც შესაძლოა ცალკეული პირებისთვის მიუღებელი იყოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოსკანონის 65-ე მუხლის პირველიპუნქტი მაუწყებელს ავალდებულებს წარმოდგენილი სოციალური რეკლამა უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს ეთერში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხოდამცველი მოუწოდებს ტელეკომპანია „მაესტროს“, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მიდგომადა, კანონითგათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, განათავსოს ეთერში საიას მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა.

*აღსანიშნავია, რომ სოციალური რეკლამა ეხება ადრეული ქორწინების პრობლემას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აუცილებელია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)