სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინეს

2016 წლის 3 ივნისს სახალხო დამცველს მთავრობის ადმინისტრაციიდან შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციას გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დახვეწაზე.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, იგეგმება ყველა სტუდენტი, გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლებით საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი. მუშაობის დასრულების შემდგომ სამინისტრო კანონპროექტს განსახილველად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

2016 წლის 13 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმარეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი კანონის თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ყველა სტუდენტისთვის უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლება მათი გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საფაკულტეტო საბჭოში გაწევრიანების და უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან.

სახალხო დამცველი აქტიურად დააკვირდება რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)