სიახლეები

ტრენინგები დისკრიმინაციის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისათვის

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ანა კვაჭაძემ და გიორგი კაპანაძემ დისკრიმინაციის აკრძალვის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესახებ 2015 წლის 23 მარტს ტრენინგები ჩაუტარეს რუსთავის მე-18 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე საჯარო სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეებს.

27 მარტს ასევე ჩაატარეს ტრენინგებიმარნეულის მე-5 და მე-3 საჯარო სკოლებში IX და X კლასელებთან.

ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 58 სკოლაში ჩატარდება. თეორიული სალექციო კურსის გარდა, ტრენინგი ითვალისწინებს სავარჯიშოებს, გონებრივ იერიშს (ბრეინსთორმინგს), როლურ გათამაშებებს და კაზუსებს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)