სიახლეები

ტრენინგები დისკრიმინაციის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისათვის ქუთაისსა და სამტრედიაში

2015 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ანა კვაჭაძემ და მარიეტა ახვლედიანმა ქუთაისის ფიზიკა მათემატიკის 41-ე და მე-20 საჯარო სკოლებში, ასევე 17 აპრილს სამტრედიის პირველ და მესამე საჯარო სკოლებში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარეს დისკრიმინაციის აკრძალვის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესახებ.

ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 58 სკოლაში ჩატარდება. თეორიული სალექციო კურსის გარდა, ტრენინგი ითვალისწინებს სავარჯიშოებს, გონებრივ იერიშს (ბრეინსთორმინგს), როლურ გათამაშებებს და კაზუსებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)