ანგარიშები

ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია

27 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ჩატარდა საადვოკაციო შეხვედრა თემაზე: „ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია – გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებით დაინტერესებულ უწეყბათა შორის დიალოგის ხელშეწყობა პრობლემის არსის, მიზეზებისა და შედეგების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია და რეკომენდაციები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე. სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, საზოგადოების და სხვა დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და რატი ბრეგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე.

შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეფიქსირებინათ მოსაზრება და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე მომხსენებლებისაგან.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირება საკამაოდ სუსტია. საქართველოს სახალხო დამცველი, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მომავალში კვლავაც გააგრძელებს აღნიშნული საკითხის აქტუალიზაციას, შესაბამისი საგანამანთლებლო აქტივობების განხორციელებას, რათა შეძლებისდაგავრად შემცირდეს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები და ხელი შეეწყოს გოგონათა სრულფასოვან კარიერულ–პროფესიულ განვითარებას ქვეყანაში.

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერა


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება