ანგარიშები

ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - 2013

კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის – საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის 21-ე მუხლის (აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მისაწვდომობა) თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი აზრისა და რწმენის გამოხატვის უფლების უზრუნველსაყოფად რაც მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მოძიების მიღებისა და გამოყენების თანაბარ უფლებას მათ მიერ არჩეული ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კვლევის სამიზნე ჯგუფისათვის ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 21-ე მუხლის რეალიზაციის წინაშე არსებული დაბრკოლებების იდენტიფიცირება და საქართველოს სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ რელევანტური რეკომენდაციების შემუშავება

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)