ალტერნატიული ანგარიშები

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის წარდგენილი ანგარიში განიხილა

2016 წლის 2-3 მაისს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ჟენევაში გამართულ 89-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ხაზგასმულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზები; მიმოხილულია ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ არსებული მდგომარეობა. ასახულია გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და რელიგიის თავისუფლების პრინციპების რეალიზაციის კუთხით არსებული გამოწვევები.

ანგარიში ასევე მოიცავს ყოფილი სსრკ–ს მიერ XX საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის, დევნილთა და თავშესაფრის საკითხებს.

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაზე ანგარიშის წარდგენაც სახელმწიფოს მომავალი ციკლის პერიოდში მოუწევს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება