სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი სამხედრო მოსამსახურეებისათვის

2015 წლის 16-20 ნოემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგი გაიმართა საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის და სამხედრო ნაწილების იურისტებისათვის, თემაზე „ადამიანის უფლებები სამხედრო სამსახურში“.

ექსპერტმა თამარ პატარაიამ და ჩეხეთის რესპუბლიკიდან მოწვეულმა ექსპერტმა ზორან ნერანდნიჩმა განიხილეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და მისი კავშირი სამხედრო სამსახურთან, დისციპლინა და ადამიანის უფლებები შეიარაღებულ ძალებში, უკანონო ბრძანებები და მათი შედეგები, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება, ქალი ჯარში, თავდაცვის სისტემის დემოკრატიული კონტროლი და სხვა აქტუალური საკითხები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას და ცოდნის გაღრმავებას.

ღონისძიების მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული კურსის გავლის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.

17.11.15

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება