სიახლეები

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2019 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ბერბელ კოფლერს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმარს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვისას ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების საკითხებს. ასევე, ისაუბრა შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობაზე.

ბერბელ კოფლერი საქართველოში 27 მაისიდან 30 მაისამდე ადამიანის უფლებათა შესახებ რეგიონული კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)