სიახლეები

შეხვედრა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალურ მდივანთან

2020 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეს კიფერს შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ აპარატის მუშაობაზე, განსაკურებით სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით აპარატის საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა; ყურადღება გაამახვილა საზედამხედველო მანდატზე; ხაზი გაუსვა ქვეყანაში თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, გენდერული კვოტირების ხარვეზებს, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.

ანდრეს კიფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებითა და საარჩევნო პროცესში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობის ხარისხითა და როლით დაინტერესდა. კონგრესის გენერალურმა მდივანმა სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას სახალხო დამცველი თავის მოადგილეებთან თამარ გვარამაძესთან და ეკატერინე სხილაძესთან ერთად დაესწრო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება