სიახლეები

შეხვედრა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან

2020 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის მოადგილეებთან ერთად სტრასბურგში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რელიგიის თავისუფლება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს იმ შუალედური ანგარიშის დეტალები, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ 2019 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობას და მოუწოდებს რელიგიის სააგენტოს, გაიზიაროს ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)