შეზღუდული შესაძლებლობა

სახალხო დამცველმა სანოტარო მომსახურების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა

2018 წლის 4 აპრილს საქართველო სახალხო დამცველმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მიმართა რეკომენდაციით სანოტარო მომსახურების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა განმცხადებელმა, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირია. მისი ინფორმაციით, ბათუმში მოქმედი არცერთი სანოტარო ბიურო არ მდებარეობს ისეთ შენობაში, რომელიც მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული. შესაბამისი სანოტარო ბიუროს მოძიება ვერც სახალხო დამცველის აპარატმა მოახერხა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოპასუხეს მიმართა, განიხილოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სანოტარო ბიუროთა ნაწილის იმგვარი მისაწვდომობის შესაძლებლობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ეტლით მოსარგებლეებს თავისუფლად მიიღონ სანოტარო მომსახურება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)