ახალი ამბები

სახალხო დამცველის კონკურსი - მე ომბუდსმენი 2010

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველის აპარატმაგამოაცხადაკონკურსი "მე ომბუდსმენი 2010"– ონლაინ თამაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 13–18 წლის ახალგაზრდებისთვის.

კონკურსი ტარდება 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდებისათვის, რომელთაც 23 ივნისამდე აქვთ საშუალება სახალხო დამცველის ვებგვერდზეგაეცნონ თამაშის წესებს, გაიარონ რეგისტრაცია http://www.ombudsman.ge/index.php?page=777&n=28&lang=0 და უპასუხონ კითხვებს ადამიანის უფლებათა სფეროდან.

კონკურსი „მე ომბუდსმენი”- 2010 სამი რაუნდისაგან შედგება. აქედან პირველი ორი რაუნდი ტარდება ვებგვერდის საშუალებით, როდესაც დარეგისტრირებული გუნდები კითხვებზე პასუხებს აგზავნიან ონლაინ რეჟიმში, ხოლო მესამე რაუნდს სახალხო დამცველის აპარატი უმასპინძლებს. ფინალში გასული მოსწავლეები მიიღებენ დახურულ კონვერტებს ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული კაზუსით, რომელზეც პასუხი შენობიდან გაუსვლელად 3 საათის ფარგლებში წერილობით უნდა გასცენ.

კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსის სპონსორია ევროკავშირი და კომპანია „ჰიუმან დაინამიქსი“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოტივაცია, ანალიტიკური უნარი და უახლოესი კომპიუტერის მოძებნა, რომელიც ჩართულია ინტერნეტის ქსელში.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან პერსონალური კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა სოლიდური პრიზებით.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ სახალხო დამცველის ვებ–გვერდს: www.ombudsman.ge და მარჯვენა ველში დააჭირეთ ღილაკს „მე ომბუდსმენი“!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)