ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე რეგიონებში - 2019

2019 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საქართველოს 9 დიდ ქალაქში (ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, მესტიაში, ოზურგეთსა და ქუთაისში) საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, სადაც მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)