ახალი ამბები

გაეროს დღე მარნეულში

2019 წლის 24 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის თანამშრომლები ირმა მჭედლიძე და მურად გუსეინოვი მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 74 წლისთავთან დაკავშირებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქ მარნეულის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს დაარსების და საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში მისი მნიშვნელობის; ასევე ორგანიზაციის ფუნქციების, სტრუქტურის და მუშაობის პრინციპების შესახებ.

შეხვედრაზე მოსწავლეები საქართველოს სახალხო დამცველის მანდატსადა აპარატის ქვემო ქართლის ოფისის საქმიანობასაც გაეცნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)