ახალი ამბები

კონკურსი „მე ომბუდსმენი 2010“ დასრულდა

2010 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა პერ ეკლუნდმა კონკურს „მე ომბუდსმენი 2010"–ისგამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.

კონკურსის სამივე საპრიზო ადგილი იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. პირველ ადგილი დაიკავეს ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ანა კლდიაშვილმა და ირენა ბაბუნაშვილმა, მეორე ადგილზეც ქუთაისელი მოსწავლეები გავიდნენ, კერძოდ 37–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მერი ჩაჩავა და მარი კუხიანიძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდათ საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ირმა ჭიღლაძეს და გვანცა ცუხიშვილს.

"მე ომბუდსმენი" არის სახალხო დამცველის მიერორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომელიც სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. კონკურსი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა დაევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით.

2010 წლის აპრილ–მაისში კომპანია „პიქსელმა“ სახალხო დამცველის დაკვეთით დაამზადა სპეციალური პროგრამული მოდული კონკურსის ჩასატარებლად, რომელიც ინტეგრირებულია სახალხო დამცველის ვებ–გვერდში. 2010 წლის მაისში დაიწყო საინფორმაციო კამპანია – სკოლებში გავრცელდა პლაკატები, რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიითგავრცელდა ინფორმაცია. 2010 წლის 1 ივნისს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია.

2010 წლის ივნისში დარეგისტრირდა 700–მდე გუნდი (ანუ 2100 მოთამაშე) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქედან 75% რეგიონებიდან (მათ შორის მაღალმთიანი). 1 ტურის შედეგად 700–მდე გუნდიდან 129–მ გადალახაბარიერი.

2010 წლის 1 ივლისს დაიწყო 2 ტური რომლის შედეგადაც 129 გუნდიდან გამოვლინდა 10 ფინალისტი გუნდი. 11–12 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდა ფინალური რაუნდი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი. ფინალური რაუნდის ნაშრომები შეაფასა5 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)