ახალი ამბები

ყურბან-ბაირამის დღესასწაული

31ივლისს ყურბან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი მუსლიმ მოქალაქეებს ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს და მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს.

ყურბან ბაირამის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ტრადიციულად ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ. ამიტომ, ყურბან ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა.

ყურბან ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, 3 დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)