ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ

2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ელენე ქაიხოსროშვილმა და სოფიო რუსეცკიმ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის (თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის) მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ასევე ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები დიდად დაინტერესდნენ სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს საქართველოს რეგიონებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები ხორციელდება პროექტის ,,ქვეყნის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შეფასება“ ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება