ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან

2019 წლის ოქტომბრის თვეში სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლებზეც სკოლების მოსწავლეებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, მთავარი გამოწვევები და ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნეს.

22 ოქტომბერს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის „მომავლის თაობის“ სკოლისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებზე და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასკში ქორწინების გამომწვევებზე და გადაჭრის გზებზე.

ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმებზე, მის მიზეზებზე და ზიანზე ისაუბრა მადონა ბასილაძემ ასევე 25 ოქტომბერს, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. ხაზგასმით აღინიშნა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის სახალხო დამცველის აპარატის როლი და საქმიანობა. შეხვედრა არასრულწლოვანთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში გაიმართა.

25 ოქტომბერს მადონა ბასილაძემ „ნატოს სკოლა 2019-ის“ მოსწავლეებთან „ადამიანის უფლები და უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტის განვითრების საშუალება განიხილა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გააცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)