ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაცხადა სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების მენეჯერის შესარჩევი გამარტივებული კონკურსი.

პოზიციის დასახელება
სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების მენეჯერი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სახალხო დამცველის აპარატი
კატეგორია
სამშენებლო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
23.08.2019
თანამდებობრივი სარგო:
2600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
ნახევარი განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე
ფუნქციები
- სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისის მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
- მშენებლობასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
- შენობის საპროექტო-საკონკურსო წინადადების მომზადების დროს საჭირო შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა; მიღწეული შეთანხმებების საჭირო დოკუმენტაციაში ასახვა და დოკუმენტაციის საბოლოო სახით მომზადება საკონკურსო კომისიისათვის და მისი აპარატისათვის წარდგენა;
- პროექტის მომზადების პროცესში ჩართულობა, რეგულარული კომუნიკაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ მიმწოდებელთან (რაც გულისხმობს ყველა დეტალის შეთანხმებას აპარატის ხელმძღვანელობასთან, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზებას და წარმართვას პროექტის და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე);
- პროექტის და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან საჭირო ყველა პროცედურის ორგანიზება და ჩატარება;
- პროექტების ექსპერტიზის, სხვადასხვა უწყებებთან შეთანხმების, ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა და კოორდინაცია;
- საბოლოო (შეთანხმებული) პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება და კომისიისა და აპარატისათვის წარდგენა;
- ტენდერის საფუძველზე შერჩეულ მიმწოდებელთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ჩატარება და არსებული სიტუაციის ანალიზი;
- სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის დროს ადგილზე რეგულარული კონტროლი და ზედამხედველობა;
- სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ხარვეზების/საჭიროებების დროულად გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება;
- საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებში შესატანი ცვლილებების განხილვა, ანალიზი და დადასტურება მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად;
- ყოველი თვის 5 რიცხვამდე, წინა თვეში შესრულებული სამუშაოების შესახებ წერილობითი ანგარიშის და მომდევნო თვეში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობასთან სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა;
- კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულება და საჭირო დოკუმენტაციის სათანადოდ მომზადება;
- დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების ეფექტური და დროული შესრულება;
- სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს საქმიანობის სპეციფიკიდან და აუცილებელია ეფექტური ფუნქციონირებისათვის
მოთხოვნები
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
- "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის დადგენილება №370 ,,სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე;
- "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის დადგენილება №59 ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება
Microsoft Office Wordცოდნის დონე - კარგი
Microsoft Office Excelცოდნის დონე - კარგი
Microsoft Office PowerPointცოდნის დონე - კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150
საკონტაქტო ტელეფონები
598845362
დამატებითი მოთხოვნები
კანდიდატს მოეთხოვება:
– უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, მომზადების, შეფასების განხორციელების ან/და ზედამხედველობის მიმართულებით;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების გამოყენების გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
- საპროექტო ნახაზების წაკითხვის, შემოწმებისა და შედგენის გამოცდილება;
- სამშენებლო სამუშაოების პროცესის მართვის გამოცდილება;
- სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელ. ასლი;
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, მომზადების, შეფასების განხორციელების ან/და ზედამხედველობის მიმართულებით 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- სასურველია, კანდიდატმა საკონკურსო განაცხადში მიუთითოს ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო მონაცემი.
გამოსაცდელი ვადის წარმატების დასრულების შემთხვევაში, კონკურსში გამაჯვებულ კანდიდატთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება