ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი 10 წლის არის

2009 წლის 16 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატი მიენიჭა, რითაც ის შეუერთდა წამების პრევენციის გლობალურ სისტემას, რომლის ამოცანა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რისკფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირებაა.

10 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა უამრავი ვიზიტი განახორციელა დახურულ დაწესებულებებში, მოამზადა ანგარიშები, შეიმუშავა რეკომენდაციები. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობამ ქვეყანას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზებია გამოსწორების საშუალება მისცა. ჯგუფი დღესაც მივლინებაშია და მექანიზმის 10 წლის იუბილეს აქტიური მუშაობით აღნიშნავს.

სახალხო დამცველი დიდ მადლობას უხდის ჯგუფის ყველა წევრს და მოწვეულ ექსპერტს, რომლებიც ამ წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ სახალხო დამცველთან, ასევე მადლობას უხდის დონორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)