ახალი ამბები

სახალხო დამცველი მოშიმშილეებს შეხვდა

2019 წლის 1 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმდინარე აქციის იმ მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც უკვე მერვე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობენ.

ნინო ლომჯარიამ მოშიმშილეებს 20 ივნისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოებული საქმიანობა და მონიტორინგის შედეგები გააცნო; ისაუბრა გენერალური პროკურატურის შემოთავაზებაზე – სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო უფლებამოსილებით ჩართვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში მისი ჩართულობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და სწორედ ამ მიზნით, აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც სხვა პირებთან ერთად, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებიც იქნებიან მიწვეული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)