ახალი ამბები

სახალხო დამცველი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

2019 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს მააიკე ვან კოლდამს და საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ლელა ლომიას შეხვდნენ.

ნინო ლომჯარიამ ზოგადად მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ელჩს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)