ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

2019 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკენზი სმითს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და კერძოდ, პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩავარდნაზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ელჩს აპარატის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე. მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები და სფეროები განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)