ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს შეხვდა

2019 წლის 11 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს ვლადიმერ იმნაძესა და სამსახურის სხვა წევრებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები, ასევე, მათ გადასაჭრელად საჭირო ერთობლივი თანამშრომლობის ფორმები და შესაძლებლობები განიხილეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ვეტერანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველმა გამოხატა მზაობა, როგორც ცენტრალური, ასევე, რეგიონული წარმომადგენლების მეშვეობით აქტიურად იმუშაოს ვეტერანთა უფლებების დაცვის საკითხებზე და ამ თვალსაზრისით ხაზი გაუსვა ორ უწყებას შორის კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)