ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს UNICEF-ის წარმომადგენელი ღასან ხალილი ეწვია

2020 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში (UNICEF) ღასან ხალილი ეწვია და სამმართველო წარმომადგენლებს მადონა ბასილაძეს და თამთა ჩეჩელაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე შეაფასეს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და სახალხო დამცველის როლი პანდემიის (COVID-19) პირობებში. განსაკურებული ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობის უფლებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დისტანციური სწავლების დროს გამოიკვეთა. ისაუბრეს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე, ბავშვთა სიღარიბესა და ოჯახების მძიმე სოციალურ პირობებზე და ამ მიმართულებით რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და ბავშვის უფლებათა კოდექსის პოპულარიზაციის მიზნით სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებთან სამომავლო თანამშრომლობაც განიხილა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)