ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

2019 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, აპარატის წინაშე მდგარ ამოცანებზე.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)