ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ოზურგეთის ხანდაზმულთა სახლი მოინახულა

2020 წლის 5 აგვისტოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში, ანასეულის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ადმინისტრირებაში მყოფი ხანდაზმულთა სახლი მოინახულა.

სახალხო დამცველი გაეცნო თავშესაფარში არსებულ სტანდარტებს, დაათვალიერა საცხოვრებელი პირობები, საკვები ბლოკი, შეხვდა და გაესაუბრა თავშესაფარში მცხოვრებ პირებს.

თავშესაფარში ამ ეტაპზე 17 ბენეფიციარი ცხოვრობს და მათი უმეტესობა 80 წელს არის გადაცილებული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)