ახალი ამბები

სახალხო დამცველს დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი გადაეცა

2019 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბროკ ბირმანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ბროკ ბირმანმა სახალხო დამცველს დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მხარდაჭერისა და მადლიერების ნიშნად მედალი გადასცა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება